A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კაპელანი

Etym. ნაწარმ. ფორმა სიტყვიდან cappella
It. Cappellano
მღვდელმსახური, რომელსაც მყარად აქვს მინდობილი სამწყსო მზრუნველობა, ან თუნდაც ნაწილობრივ მაინც, მორწმუნეთა ცალკეულ ჯგუფსა თუ საკრებულოზე (საერო მოწესეთა საკრებულოები, მორწმუნეთა ასოციაციები, საავადმყოფოები, ობოლთა და მოხუცებულთა თავშესაფრები, სატუსაღოები, ემიგრანტები, დევნილები, სამხედროები, მეზღვაურები და ა.შ.). ამ საქმიანობას კაპელანი საერთო და ადგილობრივი სამართლის ნორმებიდან გამომდინარე აღასრულებს (CIC, კან. 564), წინამძღვართან შესაბამისი ურთიერთობის ფარგლებში (CIC, კან. 571). გარდა ჩვეულებრივი სამწყსო მზუნველობისათვის საჭირო შესაძლებლობებისა და უფლებებისა, რომლებიც მას ადგილობრივი სამართლის წესებებიდან გამომდინარე ან განსაკუთრებული უფლებამოსილების ძალით ენიჭება, მისივე მსახურებიდან გამომდინარე, კაპელანს შეუძლია მისადმი მინდობილ მორწმუნეთა აღსარებების მიღება, ქადაგება, სიკვდილისწინა ზიარების მიცემა, სნეულთა მირონცხება, სიკვდილის საფრთხის წინაშე მდგომთა ზეთის კურთხევა (CIC, კან. 566, ნაწ. 1). საავადმყოფოებში, სატუსაღოებსა და ზღვით მგზავრობისას მას აქვს, აგრეთვე, უფლება, გაათავისუფლოს მორწმუნე როგორც დაფარული, ისე განუცხადებელი გამოთქმული სასჯელის დისციპლინარულ სანქციათაგან (რასაც 976-ე კანონის 2 ნაწილი ითვალისწინებს).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9