A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კაპიტულუმი

Etym. ლათ. სიტყვიდან capitulum (კნინობითი ფორმა სიტყვისა „caput“) „თავი“
It. Capitolo

აღნიშნავს:

ა) მღვდელმსახურთა კოლეგიას, დაარსებულს საკათედრო ტაძარში (საკათედრო კაპიტულუმი) ან სხვა ეკლესიაში (საკოლეგიო კაპიტულუმი) ღმრთისმსახურებისათვის განსაკუთრებულად საზეიმო ხასიათის მისანიჭებლად. მომდინარეობს ანტიკური პრესბიტერიუმიდან, ანუ ადგილობრივი სამღვდელოების ერთობლიობიდან, რომელიც ეკლესიის არსებობის პირველივე საუკუნეებიდან ეპისკოპოსის საბჭოს წარმოადგენდა. IV საუკუნიდან, წმიდა ავგუსტინეს მაგალითით, პრესბიტერიუმმა მრავალ რეგიონში ეპისკოპოსის სახლში ცალკეულ ნორმათა (canones) დაცვით მღვდელმსახურთა ერთობლივად ცხოვრების წესი დაამკვიდრა. ამ მღვდლებს კანონიკოსები ეწოდათ, მათ ყოველდღიურ შეკრებას კი, რომლის მიზანიც საკუთარი წესის მცირე ნაკვეთის, capitulum-ის, სავალდებულო წაკითვა წარმოადგენდა – კაპიტულუმი. მცირე ხანში კაპიტულუმად იწოდებოდა კოლეგიის ნებისმიერი შეკრება, საბოლოოდ კი სიტყვა თვით კოლეგიის აღმნიშვნელ ტერმინად დამკვიდრდა;

ბ) ორდენის ან რელიგიური კონგრეგაციის (რელიგიური კაპიტულუმი) საკოლეგიო მართვის ორგანო. იკრიბება პერიოდულად უმაღლეს წინამძღოლთა ასარჩევად ან ინსტიტუციის ცხოვრებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად. კაპიტულუმი შეიძლება იყოს საერთო, პროვინციული ან ადგილობრივი, იმისდა მიხედვით, მთლიანად რელიგიურ საძმოს შეკრებს თუ მხოლოდ მის ერთ ნაწილს;

გ) მოწესეთა თავშეყრისთვის განკუთვნილი ადგილი, სადაც საკრებულოს ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან საკითხთა განსჯა მიმდინარეობს; აგრეთვე საკათედრო ტაძრებში კანონიკოსთა შეხვედრის ადგილი;

დ) ლიტურგიაში – ბიბლიური საკითხავი, რომელიც ფსალმუნის ლოცვას მოსდევს. ჟამთა ლიტურგიაში მას ეწოდება მოკლე საკითხავი.

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9