A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვი

კვატროდეციმანები

Etym. გვიანლათ. quartodecimani, ნაწარმოებია სიტყვიდან quartodecimus „მეთოთხმეტე“
It. Quartodecimani
ასე ეწოდათ მცირე აზიის იმ ქრისტიანებს, რომლებიც, ებრაული კალენდრის თანახმად, აღდგომას ნისანის თვის (მარტი) მე-14 დღეს აღნიშნავდნენ, განსხვავებით სხვა ქრისტიანთაგან, რომელთათვისაც აღდგომის დღესასწაული გაზაფხულის პირველი მთვარის მოვანების შემდგომ კვირადღეს დგებოდა. ამ განსხვავებამ დაუდო დასაბამი დისკუსიას აღდგომის თარიღთან დაკავშირებით, რომელმაც მწვავე სახე მიიღო პაპ ვიქტორ I-ის (189-199) დროს. განხეთქილების თავიდან აცილება ირენეოს ლიონელის (†202) ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ კონტექსტში განიხილება „სააღდგომო ქადაგება“, რომლის ავტორიც არის ეგრეთ წოდებული ანონიმი „კვატროდეციმანი“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9