A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვი

კვირადღე

Etym. ლათ. dominica (dies), რაც წარმოადგენს თარგმანს ბერძნული ფრაზისა kyriaké heméra „უფლის დღე“
It. Domenica
უფლის მკვდრეთით აღდგომის დღე, რის გამოც ის პირველსაწყის დღესასწაულად და ლიტურგიული წლის დასაბამად იქცა. ქრისტიანებმა დასაბამიდანვე საჯაროდ გამოაცხადეს კვირადღის უქმობა (1 კორ. 16:2; შდრ. საქ. 2:7). თავდაპირველად ეს დღე იუდეველთა შაბათთან ერთად აღინიშნებოდა, შემდეგ კი ჩაენაცვლა მას. აპოლოგეტებისა და ეკლესიის მამათა მოღვაწეობის პერიოდში საკვირაო მსახურება უეჭველად დამკვიდრებულ ტრადიციას წარმოადგენდა. კვირადღე საერო უქმე დღედ იქცა იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობისას, რომელმაც 321 წელს ამ დღეს ფიზიკური შრომის აკრძალვა დააწესა. VI საუკუნიდან ეკლესიამ სავალდებულოდ გამოაცხადა საკვირაო ევქარისტიულ ლიტურგიაში მორწმუნეთა მონაწილეობა. კვირადღე, მკვდრეთით აღდგომის აღსანიშნავი ყოველკვირეული დღესასწაული, რომელიც ლიტურგიაში ღმრთის თაყვანისცემითა და შრომისაგან დასვენებით ადამიანის თავისუფალ და სრულ თვითგამოხატვას უწყობს ხელს, მარადიული სიცოცხლის ერთგვარი წინსწრებაა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9