A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

I. IM IN
I. I.H

I.H.S.

ბერძნულ ენაზე არსებულ ღმრთაებრივი სახელების შემოკლებათა შორის ამ უკანასკნელს დიდი წარმატება ხვდა წილად შუა საუკუნეებში (Theós = ΘC; Christós = XPC, Pneûma = ΠNA და Jesoûs = IHC). ლათინურ თარგმანში ის დამკვიდრდა შემდეგი სახით: IHS = Jesus, მაგრამ მცდარმა ტრანკრიფციამ (H = E), გამოიწვია აგრეთვე არასწორი დაწერა სიტყვისა Iჰსუს და არაბუნებრივი განმარტება: I = Iesus, H = hominum (ან Hierosolymae), S = Salvator; (= იესო, ადამიანთა მხსნელი). ის XIV საუკუნიდან იწყებს გავრცელებას, თუმცა ძირითადად XV საუკუნეში, წმიდა ბერნარდინო სიენელისა და მის მოწაფეთა ძალისხმევის შედეგად დამკვიდრდა. წარმოადგენს იეზუიტთა ორდენის გერბს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9