A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
ისი ისლ ისმ ისრ

ისიხაზმი

Etym. ბერძნ. სიტყვიდან hesychía „გონებისა და სხეულის სიმშვიდე“
It. Esicasmo
ბიზანტიური თეოლოგიური ტერმინი, რომლითაც აღინიშნება ვნებათაგან გათავისუფლების, შინაგანი სიმშვიდის მიღწევისა და „თაბორის შუქის“ ჭვრეტისაკენ მიმართული მჭვრეტელობითი ლოცვის განსაკუთრებული ფორმა. ისიხაზმი XIII საუკუნეში ათონის მთის მონასტრის მკვიდრთა შორის განვითარდა. მისი მეთოდები XIV საუკუნეში გააღრმავა გრიგოლმა სინელმა, საგანგებო მოძღვრება კი გრიგოლ პალამამ გაავრცელა, საიდანაც მომდინარეობს სახელი „პალამელნი“, რომლითაც ისიხასტებს მოიხსენიებენ. ისიხაზმი უმთავრესად სხვადასხვა ფიზიკურ (როგორიცაა, მაგალითად, სუნთქვის მეთოდი) და სულიერ ტექნიკას ეფუძნება. სულიერ ტექნიკაში მნიშვნელოვანი როლი ეთმობა ლოცვის ამგვარი ფორმულის განმეორებას: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9