A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იჯ
ისი ისლ ისმ ისრ

ისმაილელნი

It. Ismailiti
ცალკეულ შიიტურ ექსტრემისტულ სექტათა ზოგადი სახელი. შემდგომი დაყოფის გზით ეს ჯგუფები შეიქმნა იმ ძირითადი ბირთვიდან, რომლის შემადგენლობაში შემავალი მორწმუნეებიც იმამად აღიარებდნენ ჯაფარის ძეს, ისმაილს. ისმაილელთა ამჟამინდელი რელიგიური მეთაური აღა ხანის წოდებას ატარებს. ისმაილელთა სექტების რელიგიური სწავლება რელიგიის ორ ფორმას მოიცავს: ეგზოტერიკულსა („ზაჰირ“, ცხადი, ხილული) და ეზოტერიკულს („ბატინ“, დაფარული; ამ სიტყვიდან მომდინარეობს მის მიმდევართა სახელწოდება „ბატინელნი“). „ცხადი“ დოქტრინა კანონის მკაცრად დაცვაში მდგომარეობს; „დაფარული“ კი ალეგორიულ განმარტებას აძლევს ყურანს, ტრადიციას, კანონის ნორმებს. მას განდობილი მასწავლებლები გადასცემენ და ის მხოლოდ განდობის სხვადასხვა საფეხურის გავლის შემდეგ გაეცხადება მორწმუნეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9