A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იჯ
ისი ისლ ისმ ისრ

ისრაელი

Etym. ებრ. Jisra’El „იბრძვის ღმერთთან“
It. Israele
დაბადებაში გადმოცემული ამბის თანახმად (დაბ. 32:28-29), ეს სახელი უწოდა ღმერთმა იაკობს მასთან ბრძოლის შემდეგ. შემდგომში სახელი მთელ ებრაელ ხალხზე გავრცელდა. სოლომონის სიკვდილის შემდეგ სახელი „ისრაელი“ სამხრეთით მდებარე იუდას სამეფოსაგან განცალკევებულ ჩრდილოეთის სამეფოს აღნიშნავს. ძველ აღთქმაში აღწერილი ისრაელის ხალხის ძველი ისტორია იწყება აბრაამით (დაახლ. 1850 წ. ქრისტემდე) და სრულდება რომაელთა მიერ ქრისტეს შემდეგ 70 წელს იერუსალემის ტაძრის დანგრევით, რასაც შემდეგ დიასპორა მოჰყვა. ისრაელის სახელმწიფოს თანამედროვე ისტორია ოფიციალურად 1948 წლის 14 მაისიდან განახლდა. ისრაელის სახელმწიფო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მასში აღმასრულებელ ძალაუფლებას წარმოადგენს მთავრობა პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც ანგარიშვალდებულია ერთპალატიანი პარლამენტის (კნესეტი) წინაშე. პარლამენტი აირჩევა პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით ოთხი წლის ვადით, აქვს საკანონმდებლო ძალაუფლება და ირჩევს რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ხუთი წლის მანძილზე რჩება თანამდებობაზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9