A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სიონიზმი

Etym. იერუსალემის აღმოსავლეთით მდებარე გორაკის სახელიდან – სიონ
It. Sionismo
ტერმინი აღნიშნავს პალესტინაში ებრაელთა დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით XIX საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ ებრაული პოლიტიკური აღორძინების მოძრაობას. მოძრაობა ბაზელში ჩატარებული (1897) პირველი სიონისტური კონგრესის შემდეგ ამოქმედდა, სადაც გამოცხადდა ებრაელი ჟურნალისტის, თ. ჰერცლის (1860-1904) იდეები. იგი ავტორია საპროგრამო წიგნისა „ებრაული სახელმწიფო. ძველი პრობლემის ახალი გადაწყვეტა“ (1896). პირველი ოფიციალური აღიარება სიონიზმმა 1917 წელს, „ბელფურის დეკლარაციით“ მოიპოვა. ამ დეკლარაციაში აღიარებულია ებრაელთა უფლება, „შექმნან ეროვნული კერა“ პალესტინაში, ერთა საბჭოს მანდატით. შემდგომ წლებში ებრაელებმა პალესტინაში დასახლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა შექმნეს, რომელთაც ერთი ცენტალური ორგანიზაციის (ებრაული სააგენტო – Jewish Agency) ეგიდით მოქმედი სხვადასხვა კომიტეტი ხელმძღვანელობდა. ის გამოუყოფდა მიწას მოსახლეთა კოლონიებს და აერთიანებდა მათ კოოპერატივებად (კიბუცი). ნაციონალ-სოციალისტთა მიერ ებრაელთა დევნის შედეგად (ჰოლოკოსტი) სიონისტურმა მოძრაობამ მთელ მსოფლიოში მოიპოვა მხარდაჭერა, რამაც შედეგადაც მოიტანა ისრაელის სახელმწიფოს დაარსება (1948). თუმცა იმავე პროცესმა გამოიწვია არაბული ნაციონალიზმის წინააღმდეგობა და სათავე დაუდო ებრაულ და არაბულ თემთა კონფლიქტს, რომელიც დღემდე გრძელდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9