A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იტა

იტალიის საუნივერსიტეტო კათოლიკური ფედერაცია

abbr. FUCI
It. Federazione Universitaria Cattolica Italiana
შეიქმნა 1896 წელს ფიეზოლეში, იტალიელ კათოლიკეთა XIV კონგრესის მსვლელობისას, იტალიის სხვადასხვა ქალაქში არსებული მრავალი საუნივერსიტეტო კათოლიკური წრის გაერთიანების შედეგად. ორგანიზაციას დასაბამიდანვე ახასიათებდა კათოლიკური მოძრაობის ფარგლებში საკუთარი ავტონომიისაკენ სწრაფვა, თანამედროვე კულტურასთან პირისპირ შეხვედრა და პოლიტიკურ-სოციალურ ვალდებულებათა ტვირთვა. ფაშისტური რეჟიმის მმართველობის წლებში ფედერაცია შევიწროებას განიცდიდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ისეთმა მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ ლა პირა, დოსეტი, ლაცატი. ვატიკანის II კრებისა და 1968 წლის საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებული მოვლენების ზეგავლენით, ამავე დროს, საუნივერსიტეტო სამყაროში სხვა ორგანიზაციათა ჩამოყალიბების გამო, ფედერაციის სამოქმედო პროგრამაში წამყვანი ყურადღება დაეთმო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებისა და რელიგიური გამოცდილების თემებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9