A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იუბ იუდ იურ

იუბილე

Etym. ებრ. jobhel „ცხვრის რქა“, შემდეგ ბერძნულში მიიღო ფორმა iobeláios
It. Giubileo
ძველ აღთქმაში ასე ეწოდებოდა წმიდა წელს, რომელიც ყოველ ორმოცდამეათე წელს აღინიშნებოდა. ამ წელიწადს, რომლის დადგომაც ქვეყანას ცხვრის რქის საყვირით ეცნობებოდა, არ ამუშავებდნენ მიწას, ქონება ძველ პატრონებს უბრუნდებოდა, ხოლო მევალეებს ვალები ეპატიებოდათ. „გადაითვალე შვიდი შაბათობის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი და იყოს შენთვის დრო ამ შვიდი შაბათობის წლებისა ორმოცდაცხრა წელი. და აუწყე საყვირით მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს. შენდობის დღეს აუწყეთ საყვირით მთელ თქვენს ქვეყანაში.... და გამოაცხადეთ თავისუფლება ქვეყანაში მისი ყოველი მცხოვრებისათვის... და დაუბრუნდით თავის სამფლობელოს და თითოეული თავის საგვარეულოს დაუბრუნდით. არ თესოთ და არც მომკათ ნაგერალები...“ (ლევ. 25:8-12). 1300 წლიდან კათოლიკე ეკლესიაში წმიდა წლის, ანუ იუბილეს აღნიშვნის ტრადიცია დამკვიდრდა: ყოველ ოცდახუთ წელიწადში ერთხელ პაპი რომში ჩასულ ყველა მომლოცველს ანიჭებს ცოდვათა სრულ საზეიმო მიტევებას, – ყველა იმას, ვინც აღსარების თქმისა და ზიარების მიღების შემდეგ, პაპის განზრახვის თანახმად, ქალაქის ოთხ მთავარ ბაზილიკაში ილოცებს. იუბილე პაპის მიერ ვატიკანის ბაზილიკის ეგრეთ წოდებული წმიდა კარის გაღებით იწყება. ამავე დროს, სამი კარდინალი ერთდროულად აღებს დანარჩენი სამი ბაზილიკის წმიდა კარს. მათ, ვინც წმიდა წელს რომში ჩასვლას ვერ შეძლებს, ცოდვათა სრული მიტევების მიღება საკუთარ დიოცეზშიც შეუძლიათ, იმავე პირობათა დაცვით. დღემდე 29 წმიდა წელი აღინიშნა. პირველი მათგანი 1300 წელს ბონიფაციუს VIII-მ გამოაცხადა, ამ დროისთვის ბოლო კი იოანე პავლე II-მ –2000 წელს (მანამდე საგანგებო წმიდა წელი იყო 1983 წელი, რადგანაც ამ წელს ქრისტეს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის 1950 წლისთავი აღინიშნა).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9