A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იუბ იუდ იურ

იუდა

It. iudea (Giuda/Giudea)
იაკობისა და ლიას ძე იუდა (დაბ. 29:35) ისრაელის ყველაზე სახელგანთქმული ტომის პატრიარქი იყო. შემდეგ მისი სახელი დაერქვა პალესტინის სამხრეთ ნაწილს, რომელიც სოლომონის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთის სამეფოს, ანუ ისრაელისგან განცალკევებით ჩამოყალიბდა, როგორც იუდას სამეფო. ბაბილონიდან განდევნის შემდეგ ამ ტერიტორიას იუდეა დაერქვა. აქედან მომდინარეობს ტერმინები იუდაიზმი და იუდეველნი, ეკვივალენტური ტერმინებისა ებრაიზმი და ებრაელნი. იუდეოქრისტიანები (იუდეოქრისტიანობა) ებრაელობიდან პირველ მოქცეულთ ეწოდებოდათ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9