A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იუბ იუდ იურ

იუდეოქრისტიანობა

It. Giudeocristianesimo
ტერმინი აღნიშნავს სხვადასხვა ქრისტიანულ მოძრაობებსა თუ ტენდენციებს, რომელთაც იუდაიზმთან მტკიცე კავშირი და მისი ტრადიციისადმი ერთგულება ახასიათებს. იუდეოქრისტიანობა დასაბამიდანვე სდევს თან ქრისტიანობას, რადგანაც ქრისტიანობას ქრისტეს მორწმუნე ებრაელებმა მისცეს დასაბამი: იერუსალემის პირველი საკრებულო იუდეოქრისტიანული იყო და ტაძრის კულტში მონაწილეობდა ტაძრის დანგრევამდე (ქრისტეს შემდეგ 70 წელი). წარმართულ გარემოში ეკლესიის განვრცობა-განვითარებამ შეამცირა იუდეოქრისტიანობის მნიშვნელობა, თუმცა ცალკეული იუდეოქრისტიანული საკრებულოები კვლავაც განაგრძობდა არსებობას აღმოსავლეთ სირიასა და მესოპოტამიაში; ხშირად მათი მოღვაწეობა ერეტიკული ხასიათისა იყო. უკანასკნელ ხანს აღინიშნა ინტერესის ხელახალი ზრდა იუდეოქრისტიანობისა და ცალკეულ ეკლესიათა შემადგენლობაში შემავალ იუდეური წარმოშობის ქრისტიანთა მიმართ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9