Etym. ლათ. iurisdictio (iuris dictio „სამართლის გამოვლინება“) საეკლესიო გარემოში ესაა მღვდლობის საიდუმლოთი მინიჭებული მართვის ძალაუფლება, რომელიც მორწმუნეთა ხსნისაკენ მიმართული სასულიერო მიზნებით ხორციელდება (CIC, კან. 129). იურისდიქციის განხორციელების საშუალებაა გარე ფორუმი, თუმცა ხანდახან ის შიდა ფორუმშიც (სინდისი) შეიძლება განხორციელდეს (CIC, კან. 130). იურისდიქცია შეიძლება იყოს: ჩვეულებრივი (ანუ, მსახურებასთან დაკავშირებული) ან უფლებამოსილებითი, ანუ უშუალოდ პიროვნებისათვის, – არა მსახურებისა მეშვეობით, – მინიჭებული. იურისდიქციული ძალაუფლება საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ უფლებამოსილებას მოიცავს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4