A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაგ ჰალ ჰან ჰარ

ჰაგიოგრაფია

Etym. ბერძ. hághios „წმიდა“ + graphía „მწერლობა“
It. Agiografia
ასევე, ჰაგიოლოგიად წოდებული მეცნიერება, რომელიც წმიდანთა ცხოვრებასა და საქმეებს შეისწავლის. ჰაგიოგრაფიის პირველი ნიმუშები ქრისტიანთა დევნის ხანას განეკუთვნება (მოწამეთა საქმენი), შუა საუკუნეებში ის ხშირად წარმოსახვითი ელემენტებით მდიდრდებოდა. ჰაგიოგრაფიაში ისტორიული კრიტიკა და ფილოლოგიური სიზუსტე XVII ს.-ში დაამკვიდრეს ბოლანდისტებმა, Acta sanctorum-ის („წმიდათა საქმენი“) გამოცემის ფუძემდებლებმა. ეს საქმე სამას წელზე მეტ ხანს გრძელდება და დღემდე არაა დასრულებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9