A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაგ ჰალ ჰან ჰარ

ჰანუკა

Etym. ებრ. „მიძღვნა“ „კურთხევა“
It. Hanukkàh
ებრაული დღესასწაული, რომელიც იმართებოდა იუდა მაკაბელის მიერ ტაძრის გაწმედის აღსანიშნავად, რაც ანტიოქოს IV ეპიფანეს (1 მაკ. 1:54; 4:36-61; 2 მაკ. 1:18-36; 2:9, შმდ., 10:1, შმდ.) მიერ ტაძრის წარმართული შებღალვის შემდეგ მოხდა. ტაძრის გაწმედაში მონაწილეობდა იესოც (იოან. 10:22, შდრ. 12:22). ამჟამად აღნიშნება რვა დღის განმავლობაში 25 ქისლევიდან 3 თევეთამდე (დეკემბერ-იანვარი). ამ დღესასწაულის დროს ანთებენ კელაპტრებს, ყოველდღიურად ერთით მეტს, საგანგებო რვა შტოიან ლამპარში. ამ მიზეზით ჰანუკას, აგრეთვე, სინათლეთა დღესასწაულიც ეწოდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9