A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაგ ჰალ ჰან ჰარ

ჰარე კრიშნა

Etym. ინდური გამოთქმა, მისალმება კრიშნასადმი
It. Hare Krishna
შემოკლებული სახელი რელიგიური სექტისა, რომელიც 1966 წელს სვამი პრაბჰუპადამ დააარსა სახელწოდებით „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“. ის უბრუნდება უძველეს ინდურ ხალხურ კულტს, რომელსაც ეწოდება ბჰაქტი (Bhakti „მოწიწება“, „სიყვარული“): ესაა კრიშნას მსახურება, რომელსაც ჭეშმარიტ ბედნიერებამდე მიჰყავს ადამიანი და რომელიც ყველა სხვა ოჯახურ თუ საზოგადო საზრუნავზე მაღლა უნდა იდგეს. სექტის მიმდევრები მკაცრ წესებს ემორჩილებიან: მათ, ვინც განდობისთვის ემზადება, ეკრძალებათ ალკოჰოლი, თამბაქო, ხორცი, თევზი და კვერცხი. „გადასვლის რიტუალი“ მოიცავს სახელის შეცვლას, მინდობას მასწავლებლისადმი, ტაძარში მსახურებას და, უმთავრესად, „japa“-დ წოდებული სავარდის წარმოთქმას, რომელიც 108 მარგალიტისაგან შედგება და დღის განმავლობაში მთლიანად თექვსმეტჯერ უნდა წარმოითქვას. სექტის წევრებს აცვიათ ბაცი ფერის შარვლები (dothi), პერანგი (kurtan), იპარსავენ თმას და იტოვებენ მხოლოდ მცირე კუდს (sica) კეფაზე. ისინი დახეტიალობენ და გზადაგზა ცეკვავენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9