A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაგ ჰალ ჰან ჰარ

ჰარმინიზმი

It. Arminianesimo/Arminianismo
პროტესტანტური მოძრაობა, რომლის სახელწოდებაც იაკობ ჰარმენშის (უდევატერი, 1560 – ლეიდა, 1609) სახელიდან მომდინარეობს. იგი, „თავისუფალი განსჯის“ პრინციპზე დაყრდნობით, მივიდა დასკვნამდე, რომ წინასწარგანსაზღვრულობის მკაცრი კალვინისტური მოძღვრება მრავალ ადამიანს უკარგავდა ხსნის იმედს, ხოლო იმათ კი, ვინც თავს რჩეულად მიჩნევდა, ყოველგვარ ეთიკურ საფუძველს მოკლებულ ფუჭ უეჭველობას აძლევდა. ამ იდეებს მწვავე რეაქცია მოჰყვა მტკიცე კალვინისტთა მხრიდან ფრანც გომარის მეთაურობით. ჰარმენშის სიკვდილის შემდეგ მისმა მიმდევრებმა, რომელთა შორის იყო ცნობილი იურისკონსულტი გროციუსი, მოიწადინეს იმხანად ძალაში მყოფი „ბელგიური მრწამსის“ გადახედვა და ამ მიზნით „საჩივრები“ წამოაყენეს (1610), რის გამოც მათ ასევე „მომჩივანებსაც“ უწოდებენ. დორდრეხტის კალვინისტურ კრებაზე (1618-1619) გომარისტებმა მიაღწიეს ჰარმინელთა დაგმობას და დაიწყეს მათი დევნა. 1625 წლიდან ჰარმინელებმა შეძლეს ჰოლანდიაში დაბრუნება და შემდგომში (1630) მათ კულტის თავისუფლებაც მოიპოვეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9