A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ად ადვ ადმ ადო ადრ

ადვენტისტები

Etym. ლათ. adventus „მოსვლა“
It. Avventisti
ასე უწოდებენ ცალკეულ ქრისტიანულ სექტათა მიმდევრებს, რომლებიც ახლო მომავალში ელიან იესო ქრისტეს მეორე და საბოლოო „მოსვლას“. ამ მოძრაობის ფუძემდებლად მიჩნეულია უილიამ მილერი (1782-1849), ბაპტისტი ფერმერი მასაჩუსეტსიდან, რომელმაც „ჟამთა დასასრულის“ დადგომა 1843 წლისთვის ივარაუდა. ამჟამად 50-ზე მეტი ადვენტისტური სექტა არსებობს. მათ შორის ყველაზე ცნობილია მეშვიდე დღის ადვენტისტები.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9