Etym. გამოთქმა მომდინარეობს ებრაულიდან hosha’na „გვიხსენ მადლით“, შემდეგ ბერძ. hosanná, ლათ. hosanna ლიტურგიული შეძახილი. თავდაპირველად შეესატყვისებოდა დახმარების თხოვნას (ფსალ. 118:25), შემდგომში კი სიხარულის გამომხატველი შეძახილის მნიშვნელობა შეიძინა. ჰოსანას შეძახილებით შეეგება ხალხი იერუსალემში დიდებით შესულ იესოს (მათ. 21:9).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4