A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰუგ ჰუმ ჰუს

ჰუმილიატები

Etym. ლათ. humile „უბრალო“ და non tinctum „შეუღებავი“, როგორიც იყო მათი შეუღებავი შალის მასალისაგან დამზადებული სამოსელი
It. Umiliati
ამ სახელით მოიხსენიებენ XII საუკუნეში ლომბარდიაში აღმოცენებულ საძმოთა წევრებს. ამ საძმოთა წევრი ქალები და მამაკაცები ოჯახებში რჩებოდნენ, თუმცა რელიგიურ ცხოვრებას ეწეოდნენ, საკუთარი შრომით ირჩენდნენ თავს, ეკონომიკური მიზნით ერთიანდებოდნენ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ რადიკალურ სიღატაკეს. თავდაპირველად საეკლესიო იერარქიამ აღიარა საძმოები თუმცა, როცა 1179 წელს ალექსანდრე II-ის მიერ დაწესებული აკრძალვის საწინააღმდეგოდ, ქადაგებას მიჰყვეს ხელი, ისინი ლუციუს III-მ განკვეთა (1184). წევრთა ერთი ნაწილი, რომელიც სამღვდელოების, საიდუმლოთა და სიღატაკის შესახებ ერეტიკულ იდეებს იზიარებდა, ეკლესიას ჩამოშორდა, სხვები კი იმავე სახელწოდების ახალ ორდენში გაერთიანდნენ, რომელიც ინოკენტი II-მ (1198-1216) დაამტკიცა და სამ განცალკევებულ ორდენად დაყო: პირველი იყო მოწესეთა, მეორე – საეროთა მეორე (შედგებოდა უმთავრესად ქსოვით დაკავებული ქალებისა და მამაკაცებისაგან, რომლებიც ცალკე საკრებულოებად ცხოვრობდნენ), ხოლო მესამე – ოჯახებში მცხოვრები ქალებისა და მამაკაცებისაგან შედებოდა. ეს უკანასკნელი იქცა პირველ ნამდვილ მესამე ორდენად (istituto dei terziari), რომელმაც მხოლოდ XIV საუკუნემდე იარსება. მისი წევრები საკუთარ სამუშაოს თვითდამდაბლების ერთგვარ ფორმად და ღარიბებთან სოლიდარობის გამოხატვად მიიჩნევდნენ. დანარჩენმა ორმა ორდენმა თანდათან დაკარგა მნიშვნელობა და 1571 წელს პიუს V-ის მიერ იქნა გაუქმებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9