A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰუგ ჰუმ ჰუს

ჰუსიტები

It. Hussiti
მიმდევრები რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური მოძრაობისა, რომელიც აღმოცენდა იან ჰუსისა და იერონიმე პრაჰელის ქადაგებებიდან (ორივე მათგანი კოსტანცაში კოცონზე დაწვეს, როგორც ერეტიკოსები, შესაბამისად 1414 და 1415 წელს), რომლებიც ჯონ ვიკლიფის (†1384) თეორიებს ეყრდნობოდნენ. „ჩეხურ გარემოში გადმოტანილმა ვიკლიფიზმმა“ წარმოშვა ხალხური მოძრაობა, რომელიც საფუძვლად დაედო ჩეხურ ნაციონალიზმს. ჰუსიტთა იდეები ეგრეთ წოდებულ „პრაჰულ ოთხ მუხლში“ (1420) შეჯამდა: ქადაგების თავისუფლება; ბარძიმი საეროთათვის (აქედან მომდინარეობს სახელწოდება „ბარძიმელნი“, – მოძრაობა საეროთათვის ბარძიმის მისაცემად, ან „უტრაკვისტები“, გამოთქმიდან sub utraque forma – „ორივე სახით“); სამოციქულო სიღატაკე სასულიერო პირთათვის, რაც ეკლესიის მიერ თავის ქონებაზე უარის თქმას გულისხმობდა; მკაცრი დისციპლინა სამღვდელოთათვის. ცოტა ხანში ჰუსიტები ორ ჯგუფად დაიყვნენ: რადიკალებად ანუ თაბორელებად (სახელწოდება მომდინარეობს თაბორზე მდებარე მათი ციხე-კოშკის სახელიდან) და ზომიერებად, ანუ უტრაკვისტებად. 1434 წელს რადიკალებზე გამარჯვების შემდეგ ეს უკანასკნელნი ჩეხეთში წამყვან ძალად გადაიქცნენ, ხოლო მოგვიანებით კათოლიკეებთან კომპრომისის გზას დაადგნენ (კუტნა ჰორას ზავი, 1585). ჰუსიტები რეფორმის ეგრეთ წოდებული მემარცხენე ფრთის წინამორბედებად შეიძლება მივიჩნიოთ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9