A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჯა ჯე ჯვ ჯო ჯუ
ჯად ჯაი ჯამ

ჯადოქარი

Etym. სიტყვიდან strega
ჯადოქარი ქალი
It. Stregone
მრავალ, განსაკუთრებით, პრიმიტიულ, კულტურაში თემის გარეთ მცხოვრებ ცალკეულ მამაკაცებს (რომელთაც ამ სახელით მოიხსენიებენ) ზებუნებრივი უნარების მატარებლებად მიიჩნევენ და სწამთ, რომ მათ ძალუძთ: ბუნების საიდუმლოებათა ცოდნა (ძირითადად დაკავშირებული ზეციურ სხეულთა მოძრაობასთან და სამკურნალო და მაგიური თვისებების მქონე მცენარეებთან), გარდაცვლილთა სულებთან ან დემონებთან კონტაქტის დამყარების უნარი, ოფიციალურ კულტს მიღმა მყოფ განსაკუთრებულ რიტუალთა ცოდნა (მაგალითად, სასიყვარულო შელოცვები). ცრურწმენათა თანახმად, ამ ადამიანებს უნარი შესწევთ, მაგიურ საშუალებათა დახმარებით დადებითად ან უარყოფითად იმოქმედონ თემზე. შდრ. ჯადოქარი ქალი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9