Etym. ლათ. striga, ნაწარმოებია სიტყვიდან strix „ღამის ფრინველი“, „ბუ“ ქალი, რომელსაც ჯადოქრობის მიმდევრად მიიჩნევენ. ხალხში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მას ურთიერთობა აქვს დემონთან, ვისგანაც იღებს მაგიურ და ბოროტ ძალას. სწორედ ამ მიზეზით ევროპაში გვიან შუა საუკუნეებში (1500-1600) ჯადოქრებზე ნადირობის სახალხო კამპანია გაჩაღდა, რომელსაც ათასობით ქალი ემსხვერპლა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4