Etym. ლათ. გამოთქმიდან congrua (portio) „შესაბამისი (რაოდენობა)“ აღნიშნავს შემოსავლის რაოდენობას, რომელიც აუცილებლადაა მიჩნეული საეკლესიო ბენეფიციუმის ხელმძღვანელის სათანადო უზრუნველყოფისათვის. ჯერ კიდევ ახლო წარსულამდე იტალიის სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა ამ ჯამაგირის დარჩენილი ნაწილი, თუკი საეკლესიო ბენეფიციუმის შემოსავალი სახელმწიფოს მიერ portio congrua-ს დადგენილ ოდენობაზე მცირე იყო. ამჟამად შემოსავლის ახალ პარამეტრებს ადგენს სასულიერო პირთა უზრუნველყოფის განყოფილება და სწორედ ის ანაწილებს მას ბენეფიციუმით მოსარგებლეებზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4