A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჯა ჯე ჯვ ჯო ჯუ
ჯეზ

ჯეზუატები

Etym. იტალ. Gesù – იესო
It. Gesuati/e
1360 წელს სიენაში ჯოვანი კოლომბინის მიერ დააარსებული ეს გაერთიანება თავდაპირველად საერო ძმათა საზოგადოებად ჩამოყალიბდა. 1367 წელს ის ურბან V-მ დაამტკიცა. საზოგადოების წევრები მონანიებითა და სნეულთა დახმარებით იყვნენ დაკავებულნი. მათი სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ მონანიების ქადაგებათა დასასრულს ისინი ჩვეულებრივ წარმოთქვამდნენ სიტყვებს: „დიდება იესოს, ქება იესოს!“. 1606 წელს პავლე V-მ მათ ყოველ სავანეში ერთი ან ორი მღვდელმსახურის ხელდასხმის ნება დართო. 1668 წელს კლემენტე IX-მ ორდენი გააუქმა. 1367 წელს ეკატერინე კოლომბინიმ დააარსა ჯეზუატ მონაზონთა შტო სახელწოდებით მარიამის მონახულების ღატაკი ჯეზუატელი ქალები – ავგუსტინესეული წესდების მიმდევარი მჭვრეტელობითი ორდენი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9