Etym. გვიანლათ. exaltatio It. Esaltazione della Croce ლიტურგიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 14 სექტემბერს ჯვრის პატივისცემის ნიშნად. ეს დღესასწაული შორეულ წარსულში იღებს დასაბამს და უკავშირდება ჯვრის რელიკვიის თაყვანისცემას მისი ხელახლა პოვნის შემდეგ, სავარაუდოდ IV საუკუნეში. იერუსალემიდან ეს დღესასწაული მთელ აღმოსავლეთში გავრცელდა. დასავლეთში მისი დამკვიდრების შესახებ პირველი მოწმობა პაპ სერგი I-ის (VII ს.) ბიოგრაფიაში მოიპოვება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4