ჟესტი, რომელსაც მწირველი ასრულებს წირვის დროს, კურთხევის შემდეგ, სეფისკვერისა და შემდეგ ბარძიმის აღმართვისას. ევქარისტიულ ნაწილთა აღმართვა კიდევ ერთხელ კანონის დასასრულს სრულდება, როდესაც მწირავი ერთდროულად აღმართავს ნაკურთხ პურსა და ღვინოს. სეფისკვერის აღმართვა დოკუმენტურად დამოწმებულია XII საუკუნიდან, ხოლო ბარძიმისა – XIV საუკუნიდან.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4