A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხილ

ხილვა

Etym. ლათ. visio „ხილვა“, „ნახვა“
It. Visione
მკაფიოდ აღბეჭდილ ხატებათა ჩაფიქრებული ან სპონტანური ხილვა; არ გულისხმობს აუცილებლად გარეგანი შეგრძნების აღქმას. აღინიშნება ნათელხილვის, ექსტაზის მდგომარეობაში. ძველსა და ახალ აღთქმაში, წმიდანებისა და მისტიკოსების ცხოვრებათა აღწერებში გამაფრთხილებელი ხილვების მრავალრიცხოვანი მაგალითია მოცემული. ავთენტიკური ხილვები ადამიანს მთლიანად მოიცავს და აღავსებს. ხილვებამდე და მათ შემდეგ ადამიანი აბსოლუტურად ნორმალურია, ხილვის მომენტში კი მისი ცნობიერება სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია, რომელიც, ამავე დროს, არაფრით ჰგავს შეშლილობის ან პათოლოგიურ ხილვათა მდგომარეობას, რაც ძირითადად რელიგიურობისა და ეროტიზმის ნაზავსა და ბუნდოვან ხატებებში გამოიხატება. ამიტომაც თითოეულ შემთხვევაში საჭიროა ზედმიწევნით გარკვევა, ავთენტიკურ ხილვაზეა საუბარი, პათოლოგიურზე თუ მოჩვენებითზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9