Etym. ბერძ. eikón „ხატება“ + (ფუძე ზმნისა) mákhomai „ბრძოლა“, „შებრძოლება“ ის, ვინც ხატებთან ბრძოლის პერიოდში იღებდა და იწონებდა ხატების გამოყენებას, მაგრამ ებრძოდა მათთან დაკავშირებულ რელიგიურ თაყვანისცემას. მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი ხატებთან მებრძოლი ხატმოწინააღმდეგეც იყო, თუმცა საპირისპიროს მტკიცება მართებული არაა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4