A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხალ ხარ ხას ხატ

ხატი

Etym. ბერძ. eikón „ხატება“
It. Icona
საღმრთო ჟანრის ფერწერული ნამუშევარი, ხშირად გადასატანი, შესრულებული ხის დაფებზე განსაკუთრებული ტექნიკით, რომელიც აღმოსავლეთში საუკუნეთა მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ხატის თეოლოგია იწყება განკაცების საიდუმლოების ჭვრეტით, რომელიც კოლოსელთა მიმართ წერილშია გამოხატული: „ქრისტე არის უხილავი ღმრთის ხატება“ (1:15) და, საბოლოოდ, ხილულ თეოლოგიად, თეოფანიად ყალიბდება: „იმას, რასაც სახარება სიტყვით გვიცხადებს, ხატი ფერთა მეშვეობით გადმოგვცემს და ჩვენთვის ცხადყოფს“. მაშასადამე, ხატი მიჩნეულია ღმრთაებრივის გამოვლინებად, გამოსახულების მეშვეობით გადმოცემული მადლის თანასწრებად. ეს განაპირობებს ხატთა მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებას ლიტურგიაში, მართლმადიდებელ ტრადიციაში, კერძო სახლებში, სადაც ხატები საპატიო ადგილასაა მოთავსებული. სახელგანთქმულია ათონის მთის მონასტრის ხატები, ძველი და ძვირფასი ხატები ინახება იტალიაშიც, ასეთებია, მაგალითად, წმიდა მარიამის ხატები, დაცული რომის ტაძრებში: ტრასტევერეს წმიდა მარიამის ბაზილიკასა და არაკელის წმიდა მარიამის ბაზილიკაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9