A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხალ ხარ ხას ხატ

ხალიფა

Etym. არაბ. khalifa „მემკვიდრე“
It. Califfo
აღნიშნავს მუჰამადის მემკვიდრესა და მოადგილეს. ხალიფას, რომლის როლი შუა საუკუნეთა ქრისტიანულ სამყაროში იმპერატორის როლს შეიძლება შევადაროთ, ჰქონდა აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლება, თუმცა არა საკანონმდებლო, რადგან ერთადერთი კანონმდებელი მარტო ალაჰია. როგორც მუჰამადის მემკვიდრეს, ხალიფას მხოლოდ წინასწარმეტყველური მემკვიდრეობის დაცვა ევალებოდა, რადგანაც გამოცხადება მუჰამადის დროს დამთავრდა. პირველი ოთხი ხალიფა საზოგადოების გამოჩენილ პირთა შორის არჩევნების გზით დაასახელეს, შემდეგ კი ხალიფის წოდება მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ხალიფების არსებობა აბასიანთა დინასტიის დროს შეწყდა (1258). ოსმალთა მომდევნო სახალიფოს (1517-1924) მხოლოდ იურიდიული დანიშნულება ჰქონდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9