აღნიშნავს სარწმუნოების ფორმალური და არასიღრმისეული განცდისა და წარმოდგენის ტენდენციას, განსაკუთრებულ ვალდებულებათა და მოვალეობათა ერთგვარი ამძრავი ღვედის მსგავსად. ამგვარად, არასათანადოდ ფასდება როგორც ღმრთაებრივი მადლი, ისე კაცთმოყვარეობა და რელიგია სულ უფრო ხშირად დაიყვანება გარეგნულ ქცევასთან დაკავშირებულ განსაზღვრულ მითითებებად, რომლებიც ადვილად გარდაიქმნება კანონის დაცვამდე. სახარებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იესოს გალაშქრებას ფარისეველთა ლეგალიზმის წინააღმდეგ (მათ. 23:1, შმდ., 13:36 და პარ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4