A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლეგ ლევ ლეფ ლექ

ლევიანები

It. Levitico
ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მესამე წიგნი. ტერმინი მომდინარეობს სეპტუაგინტის ბერძნული თარგმანიდან (Levitikón) და მის შინაარსზე მოუთითებს: წიგნში კულტთან და საკულტო მსახურებით დაკავებულ ადამიანებთან, ანუ ლევიელებთან დაკავშირებული ნორმებია აღწერილი. 27-ე თავის მცირე დასკვნითი ნაწილის გამოკლებით წიგნი ოთხ დიდ კანონად იყოფა:
ა) მსხვერპლშეწირვათა კანონი (1-7) ამ წესთან დაკავშირებულ ნორმათა მრავალფეროვნებასა და მღვდელმსახურის არსებით ფუნქციებს აღწერს;
ბ) მღვდელმსახურთა კანონი (8-10): მღვდელმსახურის კურთხევა და დადგინება ლიტურგიის აღსრულებაში მის სამსხვერპლო ქმედებას ამზადებს;
გ) უმწიკვლობის კანონი (11-16): უმწიკვლობის გრანდიოზული სურათი ისრაელის წმიდა საკრებულოში მცხოვრებთა საყურადღებოდ;
დ) სიწმიდის კანონი (17-26): სიწმიდე ღმრთის უმთავრესი თვისებაა, თუმცა ეს თვისება მისმა რჩეულმა ხალხმაც უნდა შეიძინოს და განიცადოს და ამგვარად უნდა დასცილდეს უწმიდურსა და წარმართულს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიწმიდის სამ ტიპს: საზოგადოებრივ (18-20), საკულტო (21-22), საერო (23-25) სიწმიდეს.
ლენიანთა წიგნში საკრებულოსა და მღვდელმსახურთათვის მოცემულ წესთა ზედმიწევნით დაცვა ისრაელი ხალხის უბიწო, წმიდა და მომთხოვნ ღმერთთან ახლო ურთიერთობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად: „იყავით წმიდანი, რაკი მე, უფალი, ვარ წმიდა“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9