იაკობის მესამე ძის, ლევის ტომის წარმომადგენლები და ღმრთის კულტის მსახურნი. ეს სამსახური 25 წლის ასაკში იწყებოდა, თუმცა მძიმე სამუშაოების შესრულება, როგორიც იყო, მაგალითად, კიდობანის გადატანა (რიცხ. 4:3), ლევიელებს 30 წლის ასაკიდან ევალებოდათ. ლევიელები 50 წლამდე მსახურობდნენ, არ მიეკუთვნებოდნენ მეომართა რიცხვს (რიცხ. 2:33). აღთქმული მიწის დანაწილებისას მათ მიწის ნაკვეთების ნაცვლად ცალკეული ქალაქები ერგოთ, რომელთაც ლევიელთა ქალაქები ეწოდებოდა. ლევიელებს საარსებო სახსრებით მთელი ხალხი უზრუნველყოფდა ომში მოპოვებული ნადავლის წილისა (რიცხ. 31:30) და მეათედთა (რიცხ. 18:21-24; ლევ. 27:30) მეშვეობით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4