Etym. ლათ. levir „მაზლი“, „ქმრის ძმა“ წესი, რომელიც უშვილოდ გარდაცვლილი ძმის ქვრივის ცოლად მოყვანას ადგენდა, მისთვის შთამომავლობის უზრუნველყოფის მიზნით. მრავალ პირველყოფილ ხალხში ცნობილი ეს ინსტიტუტი ებრაელთა შორისაც იყო გავრცელებული (დაბ. 38:8; რუთ. 4:3, შმდ.; რჯლ. 25:5-10; მათ. 22:23-27; მარკ. 12:18-23; ლუკ. 20:27-32).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4