Etym. ლათ. lector „ლექტორი“ დანიშნული (და არა ხელდასხმითი) მსახური, რომელსაც ევალება ლიტურგიული თავყრილობის დროს საღმრთო სიტყვის კითხვა (სახარების გამოკლებით), ლიტურგიისათვის შემზადება, მორწმუნეთა მომზადება საიდუმლოთათვის, ანუ კატეხეზის წარმართვა (Ministeria quaedam, 1972, V). ლექტორის სხვა მოვალეობები ცალკეულმა საეპისკოპოსო კონფერენციებმა შეიძლება განსაზღვროს (CIC, კან. 230).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4