A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლიბ ლიმ ლიტ

ლიბელუმი

Etym. ლათ. libellum „პატარა წიგნი“
It. Libelli/libello
ლიტურგიაში აღნიშნავს განსაზღვრული ეკლესიისათვის განკუთვნილ მცირე კრებულს, რომელიც ერთ ან რამდენიმე წირვას შეიცავს. ასეთი კრებულები ლიტურგიული ქმედების ლათინურ ენაზე წარმართვის საწყის პერიოდში აღმოცენდა. საუკეთესო ევქოლოგიური კომპოზიციები შემდეგ შეიკრიბა და მათ საფუძველზე საკრამენტარიუმები შეიქმნა. ამგვარი კრებულის თვალსაჩინო მაგალითია ვერონული ლიბელუმი. სამართალში ასე ეწოდება მცირე ზომის ნაწერს, წარდგენილს კომპეტენტური მოსამართლისადმი, რომელშიც წარმოდგენილია დავის საგანი და თხოვნა მოსამართლის მიმართ, ჩაერიოს საკითხში უფლებათა დასაცავად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9