A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლოგ ლოლ ლოც

ლოცვანი

Etym. ლათ. breviarium „კომპენდიუმი“, „მოკლე შინაარსი“
It. Breviario
ლიტურგიული წიგნი, რომელიც შეიცავს ჟამნის – ეკლესიის საჯარო ლოცვისთვის ყველა აუცილებელი შემადგენელი ნაწილის სრულ ტექსტს. ლოცვანი საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბდა. თავდაპირველად არსებობდა ცალკეული წიგნები, რომელთა ლათინური სახელწოდებანია: Salterio (ფსალმუნნი), Omilario, Innario, Antifonale, Orazionale. მას შემდეგ, რაც ჟამნი მხოლოდ ეკლესიის ქოროზე კი აღარ სრულდებოდა, არამედ კერძოდაც, საჭირო შეიქნა ამ წიგნთა გაერთიანება. ეს მოხდა X საუკუნის შემდეგ. ისტორიის განმავლობაში ლოცვანმა მნიშვნელოვანი სახეცვლილებანი განიცადა, მისი რადიკალური შეცვლა კი განაპირობა ვატიკანის II კრების ლიტურგიულმა კონსტიტუციამ Sacrosanctum concilium (SC, 89). 1970 წელს გამოქვეყნებული სამოციქულო დადგენილების Laudis canticum-ის კვალობაზე 1971 წელს გამოიცა ედიტიო ტყპიცა ოთხ წიგნად, რომელსაც, ნაცვლად სახელწოდებისა „რომაული ლოცვანი“, ეწოდა ჟამთა ლიტურგია. ლოცვანის სახეცვლილი ვარიანტი, რომელშიც მთელი „დავითნი“ (150 ფსალმუნი) ოთხ კვირადაა დაყოფილი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჟამთა ლიტურგია ყველა ქრისტიანის ლოცვაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოველდღიური კითხვა მხოლოდ ღმრთისმსახურებსა და სხვადასხვა სამოწესეო საკრებულოებს ევალება. ჟამთა ლიტურგია შემდეგი ნაწილებისაგან შედგება: ორი მთავარი ჟამნი - ქებანი და მწუხრი (რაც შეესაბამება დილისა და საღამოს ლოცვებს); შუალედური ჟამნი, რომელიც იყოფა მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამნად და სერობა, ანუ მოსვენების წინ წასაკითხი ლოცვა; დასასრულ, საკითხავთა წესი, რომელიც დღის ან ღამის ყველაზე შესაფერ დროს უნდა შესრულდეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9