A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მიდ მით მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიქ მიშ მიძ მიწ

მისიონერული საქმენი

It. Opere missionarie
მორწმუნეთა საქველმოქმედო ასოციაციები, რომელთა მიზანიც მისიათა დახმარებაა ლოცვითა და შესაწირავით. მათი უმეტესი ნაწილი XIX საუკუნეში აღმოცენდა, სხვადასხვა ქვეყანასა თუ კონტინეტზე მისიონერული საქმიანობის განვითარებასთან ერთად. მათ შორის აღსანიშნავია უმთავრესად პაპის მისიონერული ინსტიტუტები (ცალკეულ ინიციატივათა კოორდინატორია 1622 წელს დაარსებული სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაცია – Congregatio de Propaganda Fide):
სარწმუნოების გავრცელების საქმე, დაარსებული 1822 წელს ლიონში მარი-პოლინ ჟარიკოს (1799-1862) მიერ; ორგანიზაციამ 1922 წლს პიუს XI-ისაგან ახალი წესდება მიიღო და სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაციის შემადგენელ ნაწილად იქცა (ამავე დროს გადავიდა ასოციაციის ხელმძღვანელობა ლიონიდან რომში);
წმიდა ბავშვობის მისიონერული საქმე (ამჟამად „პაპის წმიდა ბავშვობის საქმე“), რომელიც 1843 წელს ნანსის ეპისკოპოსმა კ. დე ფორბინ-იანსონმა დააარსა ჟარიკოსთან ერთად ჩინელ ბავშვთა დასაცავად, შემდეგ ორგანიზაცია მონობაში მყოფ აფრიკელ ბავშვთა გამოსყიდვით იყო დაკავებული, 1855 წლიდან კი მის მიზანი მისიათა მეშვეობით ყველა ბავშვის დახმარებაა; პაპის ინსტიტუტია 1922 წლიდან, მისი მმართველი ორგანო პარიზში მდებარეობს;
წმიდა მოციქულ პეტრეს საქმე გაჭირვებულ სამღვდელოთათვის (Opus a sancto Petro apostolo pro clero indigeno), დაარსდა 1888 წელს სენში (მმართველი ორგანო რომში მდებარეობს), პაპის ინსტიტუტთა რიცხვს განეკუთვნება 1922 წლიდან;
სამღვდელოების მისიონერული კავშირი (Unio cleri pro missionibus), შემდგომში „მღვდელმსახურთა და მოწესეთა პაპის კავშირი“, დაარსდა 1916 წელს, 1919 წელს შეერწყა სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციას, 1956 წლიდან პაპის ინსტიტუტია.
ცალკეულ ქვეყნებში აღმოცენებულ მრავალრიცხოვან მისიონერულ ინსტიტუტთაგან პირველთა შორის იყო გერმანელ კათოლიკეთა ასოციაცია აფრიკის დასახმარებლად, რომელიც დაარსდა 1888 წელს (1920 წელს გაუქმდა) და, მისიის ხელშეწყობის გარდა, ზოგადად, მონობასთან ბრძოლას ისახავდა მთავარ მიზნად. აღსანიშნავია, აგრეთვე პიეტრო კლავერის გაერთიანება, რომელიც 1894 წელს თავადის ქალმა მარია ტერეზა ლედოხოვსკამ დააარსა აფრიკის დახმარების მიზნით და 1925 წელს ა. შულტეს მიერ დაარსებული MIVA (Missions-werkehrs-Arbeitgemeinshaft). „მსოფლიო სამისიონერო დღე“, რომელიც ძირითადად ოქტომბრის მესამე კვირადღეს იმართება, 1926 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს პაპის მისიონერული ინსტიტუტები 97 ქვეყანაში აგროვებენ შეწირულობებს ეგრეთ წოდებული „ახალგაზრდა ეკლესიების“ დასაფინანსებლად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9