A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მიდ მით მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიქ მიშ მიძ მიწ

მისტაგოგია

Etym. ბერძ. mystagoghía, ნაწარმოებია სიტყვიდან mystagogós „მისტაგოგი“
It. Mistagogia/Mistagogico
რელიგიათა ისტორიაში აღნიშნავს ყოველივეს, რაც უკავშირდება საიდუმლოებასთან ზიარებას. ქრისტიანულ ტერმინოლოგიაში ესაა ის, რაც უზრუნველყოფს მორწმუნის სათანადო დამოკიდებულებას, რომელიც საშუალებას აძლევს მას, მართებულად მიიღოს მონაწილეობა ქრისტიანულ საიდუმლოებში (საიდუმლო). კერძოდ, ლიტურგიაში აღნიშნავს ქრისტიანული ინიციაციის უკანასკნელ პერიოდს და მოსდევს მორწმუნის მიერ ნათლისღების, მირონცხებისა და ევქარისტიის მიღებას. მისი მეშვეობით ხდება აღდგომის საიდუმლოს გაღრმავება სახარებაზე მედიტაციით, ევქარისტიაში მონაწილეობითა და გულმოწყალების გამოვლინებით. მისტაგოგიური თეოლოგია კი გარკვეულ პერიოდში – პატრისტიკის ხანიდან შუა საუკუნეებამდე – განვითარებული თეოლოგიური ტენდენციაა, რომელიც ნეოპლატონიზმს მისტიკურ, დიალექტიკურ და აპოფატურ ხასიათს დაესესხა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9