It. Chiesa confessanteG. Bekennende Kirche გერმანელ ქრისტიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც, ნაციზმის გავრცელებისა და გერმანულ ეკლესიაზე მისი მზარდი გავლენის საწინააღმდეგოდ, ეკლესიად ჩამოყალიბდა (1933 წლიდან). ჯგუფის მიზანი იყო ქრისტიანული საზოგადოებისთვის საღმრთო წერილის, სახარებისა და რეფორმატორთა მიერ განსაზღვრული მთლიანობის შენარჩუნება. ეკლესიის რწმენის აღსარება 1934 წლის 31 მაისს ბრემენში შედგა და დამტკიცდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4