A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მიდ მით მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიქ მიშ მიძ მიწ

მისტიკური კავშირი

It. Unione mistica
მისტიკურ კავშირში ქრისტიანული გადმოცემა გულისხმობს ქრისტეს გზით ღმერთთან კავშირის გამოცდილებას: „მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში“ (გალ. 2:20), ან „მე და მამა ერთი ვართ“ (იოან. 10:30). ეს გამოცდილება რწმენაში შეიგრძნობა, როგორც მთელი ყოფნის მომცველი სინამდვილე. ამას ადასტურებს ედით შტაინის მიმართვა ღმრთის მიმართ: „შენ უფრო ახლოს ხარ ჩემთან, ვიდრე მე თავად; ჩემს შინაგან სამყაროზე უფრო ახლობელი ხარ ჩემთვის და მაინც მიუწვდომელი და გაუგებარი ხარ“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9