A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მიდ მით მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიქ მიშ მიძ მიწ

მიტრა

It. Mitra
Gk. mítra
ლიტურგიული თავსაბურავი, რომელსაც ეპისკოპოსის წოდების მქონე პირები ატარებენ. ხანდახან, პრივილეგიის სახით მისი ტარების უფლება ეძლევათ აგრეთვე აბატებს, პრელატებსა და კანონიკოსებს. შედგება ორი – წინა და უკანა – ნაწილისგან, ორივე მათგანი წაწვეტებული ფორმისაა. მისი გვერდები იმგვარადაა შეერთებული, რომ მიტრის ქვედა ნაპირი გაიხსნას და მისი თავზე დახურვა გახდეს შესაძლებელი. თავსაბურავის უკანა მხარეს უერთდება ორი განიერი, კეფასა და მხრებზე დაშვებული ლენტი. მიტრის არსებობის პირველი უტყუარი ცნობა XI საუკუნით თარიღდება: ლეონ IX-მ (1049- 1054) მიტრა უბოძა ტრევირის მთავარეპისკოპოს ევერარდოს, რომელიც რომში გაჰყვა მას. XII საუკუნის II ნახევარში მიტრას უკვე, ჩვეულებრივ, ყველა ეპისკოპოსი ატარებდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9