A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მიდ მით მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიქ მიშ მიძ მიწ

მიტროპოლიტი

Etym. ბერძ. metropolítes (სიტყვიდან metrópolis „მთავარი ქალაქი“)
It. Metropolita
საეკლესიო პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში მყოფი მთავარეპისკოპოსი. მიტროპოლიტის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში იმყოფება იმავე საეკლესიო პროვინციის შემადგენლობაში შემავალი დიოცეზები, რომელთა ეპისკოპოსებსაც პროვინციის კრებაზე ხმის უფლება აქვთ. მიტროპოლიტს შეუძლია და ვალდებულია:
ა) თვალყური ადევნოს, რომ სარწმუნოება და საეკლესიო დისციპლინა ზედმიწევნით იყოს დაცული, და რომის პაპს მოახსენოს სავარაუდო დარღვევათა შესახებ;
ბ) განახორციელოს კანონიკური ვიზიტი, იმ შემთხვევაში თუ ხმის უფლების მქონე ეპისკოპოსმა ეს არ გააკეთა;
გ) დანიშნოს დიოცეზის ადმინისტრატორი (CIC, კან. 435-438);
დ) მოიწვიოს პროვინციის კრება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9