A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მონასტერი

Etym. ბერძ. monastérion, თავდაპირველად „განდეგილის სენაკი“ (სიტყვიდან monastés „განდეგილი“)
It. Monastero
ადგილი, სადაც ცხოვრობს მამაკაც ან ქალ მონაზონთა საკრებულო. პირველი მონასტერი 320 წელს წმიდა პახომმა დააარსა, თუმცა საბოლოოდ მონასტერი აღმოსავლეთში V საუკუნეში, ხოლო დასავლეთში – VI საუკუნეში, წმიდა ბენედიქტეს (ბენედიქტელნი) მეოხებით ჩამოყალიბდა. ბენედიქტესეული წესდების თანახმად, ყოველი მონასტერი დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენდა და უზრუნველყოფილი იყო ყოველივე აუცილებლით: ჰქონდა წყალი, წისქვილი, სახელოსნოები, ბოსტანი, სკოლა, ბიბლიოთეკა, ეკლესია და ა.შ. ამგვარად მონასტერმა, – ნამდვილმა სოციალურმა მიკროორგანიზმმა, შეძლო ბარბაროსთა შემოტევების გადატანა და ცივილიზაციისა და კულტურის ფასდაუდებელი საგანძურის შენარჩუნება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9