Etym. ბერძ. mónos „მხოლოდ ერთი“ + thélesis „ნება“ VII საუკუნის ქრისტოლოგიური ერესი, რომლის თანახმადაც, იესო ქრისტეში მხოლოდ ერთი – ღმრთაებრივი ნება მოქმედებდა. კონსტანტინოპოლის მესამე კრებამ (680-681) დაგმო მონოთელიტიზმი და გამოაცხადა ქრისტეში ორი განცალკევებული ნების (ღმრთაებრივისა და ადამიანურის) არსებობა და ადამიანური ნების ღმრთაებრივისადმი თავისუფალი მიმხრობა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4