A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მონტანიზმი

It. Montanismo
დაახლოებით 170 წელს ფრიგიაში (მცირე აზია) მღვდელ მონტანის მიერ გავრცელებული ერესი. მილენარისტული განწყობის ეს მიმდინარეობა ქადაგებდა მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ქრისტეს პარუსიის მოლოდინში, რასაც შემდეგ ფრიგიის დაბლობზე ზეციური იერუსალემის დაშვება უნდა მოჰყოლოდა. მონტანისტები თავს უშუალოდ ღმრთისგან შთაგონებულებად მიიჩნევდნენ და „წინასწარმეტყველებათა“ დროს შმაგ ექსტაზში ვარდებოდნენ. აცხადებდნენ, რომ ეკლესიის ავტორიტეტს არა ეპისკოპოსები, არამედ ახალი წინასწარმეტყველები წარმოადგენდნენ. სექტის პირველ მიმდევართა შორის იყვნენ ქალებიც (წინასწარმეტყველები პრისცილა და მაქსიმილა) და ტერტულიანე. მკაცრად ორგანიზებულმა მონტანისტურმა საკრებულოებმა, რომლებიც ფრიგიაში მდებარე პეპუცას ექვემდებარებოდა, მცირე აზიაში V საუკუნემდე იარსება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9