A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მონფორელნი

It. Monfortani/e
წევრები მარიამის საზოგადოების სასულიერო კონგრეგაციისა, რომელიც დაახლოებით 1705 წელს პუატიეში (საფრანგეთი) წმიდა ლუი მარი გრინიონ დე მონფორმა (1673-1716) დააარსა. ორგანიზაციის მიზანი იყო გლეხთა და მოქალაქეთა შორის სახარების გავრცელება ქადაგებისა და ხალხის მსახურების მეშვეობით. შემდგომში მონფორელებმა, ფუძემდებლის წადილის გათვალისწინებით, სახარების ქადაგების არეალი გააფართოვეს და წარმართი ხალხებიც მოიცვეს (ად გენტეს). ლუი მარი გრინიონ დე მონფორმა ნეტარ მარია ლუიზა ტრიკესთან (1684-1759) ერთად დააარსა ორგანიზაცია ცოდნის ასულები, რომლის მიზანიც ახალგაზრდათა ქრისტიანული აღზრდა და საავადმყოფოებში დახმარების გაწევა იყო. მონფორის მიერ დაარსებული კიდევ ერთი ინსტიტუცია, – წმიდა გაბრიელის ქრისტიანული განათლების ძმები, – აგრეთვე, ახალგაზრდობის აღზრდას ემსახურება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9