A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მორმონები

It. Mormoni
წევრები XIX საუკუნეში აღმოცენებული ადვენტისტური პროტესტანტური სექტისა, რომელიც „უკანასკნელი დღეების წმიდათა იესო ქრისტეს ეკლესიას“ უწოდებს თავს. ჯოზეფ სმიტის (1805-1844) მიერ დაარსებული ამ სექტის წევრები იზიარებენ სმიტის მიერ მორმონის წიგნში (Book of Mormon, 1830) ჩამოყალიბებულ, ბიბლიიდან და პირადად სმიტის შთაგონებებიდან მომდინარე სარწმუნოებრივ საკითხებს. 1843 წელს სმიტმა პოლიგამია დაამკვიდრა. მისმა მემკვიდრემ ბრაიემ იუნგმა (1801-1877) მორმონთა საკრებულო 1847 წელს კლდოვან მთებში წაიყვანა, სადაც ქალაქი სოლტ ლეიკ სიტი და იუტას მორმონთა სახელმწიფო (1896 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური შტატი) დააარსა. მორმონები ჟამთა აღსასრულს ქრისტეს მოსვლას ელიან, როცა ის მათთან ერთად ათასწლოვან სასუფეველს შექმნის. იერარქიული წყობის მქონე მორმონთა ორგანიზაციას ამჟამად 4 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. ახასიათებთ ასკეტური ცხოვრების წესი და მოყვასისადმი სიყვარული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9